საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2009 წლის 18 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N21 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 23 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი 8.450 პროცენტით განისაზღვრა.