საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2009 წლის 22 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N22 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 32 600 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.790 პროცენტით, მაქსიმალური 4.990 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 4.878 პროცენტით განისაზღვრა.