საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2009 წლის 2 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N23 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 175-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 24 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი 4.830 პროცენტით განისაზღვრა.