საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2009 წლის 2 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N24 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364–დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 34 900 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.700%–ით, მაქსიმალური 8.180%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7.999 %–ით განისაზღვრა.