საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2009 წლის 16 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N26 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 175-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 28 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.330%–ით, მაქსიმალური 4.450%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 4.430 %–ით განისაზღვრა.