საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 13 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N1 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 36 200 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 3.910%–ით, მაქსიმალური 7.110%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 5.185 %–ით განისაზღვრა.