საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 20 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N2 აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 38 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 3.970%–ით, მაქსიმალური 4.330%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 4.141 %–ით განისაზღვრა.