საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 17 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182–დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 33 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.680%–ით, მაქსიმალური 5.150%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.114%–ით განისაზღვრა.