საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 24 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364 – დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 20 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.940%–ით, მაქსიმალური 6.230%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.077%–ით განისაზღვრა.