საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 31 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 168-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 36 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.000%–ით, მაქსიმალური 4.830%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.501%–ით განისაზღვრა.