საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 7 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 22 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.930%–ით, მაქსიმალური 6.050%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.044%–ით განისაზღვრა.