საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგი
2013 წლის 14 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 329-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 35 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4,850 პროცენტით, მაქსიმალური 5,000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4,950 პროცენტით განისაზღვრა.