საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 11 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 26 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.350%–ით, მაქსიმალური 7.750%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.730%–ით განისაზღვრა.