საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 2 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 35 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.110%–ით, მაქსიმალური 11.000%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.728%–ით განისაზღვრა.