საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 9 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 21 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.650%–ით, მაქსიმალური 9.850%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.290%–ით განისაზღვრა.