საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2013 წლის 11 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 13 100 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.180 პროცენტით, მაქსიმალური 4.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.298 პროცენტით განისაზღვრა.