საქართველოს საგადასახდელო ბალანსი

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი

25 სექტემბერი, 2009

2009 წლის II კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 255.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც წინა კვარტალთან, ისე  2008 წლის II კვარტალთან შედარებით, 37.4 და 72.8 პროცენტით, შესაბამისად.

საანგარიშო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით საქონლის ექსპორტი 124.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 22.3 მლნ აშშ დოლარით, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსი გაუმჯობესდა, რომლის დეფიციტმა 514.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – 16.6 პროცენტით ნაკლები წინა კვარტალთან და 48.3 პროცენტით ნაკლები, 2008 წლის II კვარტალთან შედარებით.

მომსახურების ბალანსი 2009 წლის II კვარტალში დადებითია და 78.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 312.8 მლნ აშშ დოლარია (წინა კვარტალთან შედარებით 18.0 პროცენტით მეტი, ხოლო 2008 წლის II კვარტალთან შედარებით 11.7 პროცენტით  ნაკლები), ხოლო მომსახურე¬ბის იმპორტი – 233.9 მლნ აშშ დოლარი (წინა კვარტალთან შედარებით 4.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2008 წლის II კვარტალთან შედარებით 31.4 პროცენტით შემცირდა).

მომსახურებით ვაჭრობიდან დადებითი ბალანსით ხასიათდება ტურისტული მომსახურების ბალანსი (63.2 მლნ აშშ დოლარი), რომელიც 2009 წლის II კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18.0 პროცენტით შემ¬ცირდა, ხოლო წინა კვარტალ¬თან შედარებით 65.7 პროცენტით გაიზარდა. მეორე დადებითი კომპონენტია სატრანსპორტო მომსახურება (27.7 მლნ აშშ დოლარი), რომლის ექსპორტი წინა კვარტალთან შედარებით, 4.6 პროცენტით გაიზარდა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი წინა კვარტალთან შედარებით 14.3 პროცენტით გაიზარდა და 33.9 პროცენტით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც ძირითადად სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ განაპირობა. დადებითია ასევე სამთავრობო მომსახურება, 6.8 მლნ აშშ დოლარი. უარყოფითი სალდოთი გამოირჩევა სადაზღვევო მომსახურება,  სხვა საქ-მიანი და საფინანსო მომსახურების სექტორები (-20.5,  -2.8  და -1.2 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად).

შემოსავლის ბალანსი 2009 წლის II კვარტალში უარყოფითია, 4.2 მლნ აშშ დოლარი. შემოსავლის კრედიტი 107.2 მლნ აშშ დოლარია, რაც 14.2 პროცენტით მეტია წინა კვარტალის და 10.1 პროცენტით ნაკლები – 2008 წლის II კვარტლის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტი 111.4 მლნ აშშ დოლარია, რაც 7.0 პროცენტით მეტია წინა კვარტალის და 55.2 პროცენტით ნაკლები წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით.

მიმდინარე ტრანსფერების მოცულობა, 2009 წლის II კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის  ყველაზე მაღალი დადებითი კომპონენტია და 184.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მეტია როგორც წინა კვარტალთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (3.5 და 8.4 პროცენტით, შესაბამისად). აქედან, 201.3 მლნ აშშ დოლარი მიღე¬ბული, ხოლო 16.9 მლნ აშშ დოლარი გაცემული ტრანსფერებია. 2009 წლის II კვარტალში   სახელმწიფო სექტორის ტრანსფერები წინა კვარტალთან შედარებით 33.5 შემცირდა, ხოლო სხვა სექტორების ტრანსფერები 7.3 პროცენტით გაიზარდა.

კაპიტალური ტრანსფერები 2009 წლის II კვარტალში 35.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და, I კვარტალთან შედარებით, 11.0 პროცენტით, ხოლო 2008 წლის II კვარტალთან შედარებით თითქმის 2.0-ჯერ არის გაზრდილი. მათგან, სამთავრობო სექტორის კაპიტალური ტრანსფერები საანგარიშო პერიოდში 32.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 7.8  პროცენტით მეტს წინა კვარტალთან, ხოლო 2.3–ჯერ მეტს წინა წლის შესაბამის კვარტალტან შედარებით.

პირდაპირი ინვესტიციები 2009 წლის II კვარტალში 93.0 მლნ აშშ დოლარს უდრის, რაც, წინა კვარტალთან შედარე¬ბით, 1.4–ჯერ, ხოლო 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 6.5–ჯერ ნაკლებია. ინვესტიციების კლება დაფიქსირდა როგორც სააქციო, ასევე სხვა კაპიტალში.

საქართ¬ვე¬ლოში განხორციელებული პორტფელის ინვესტიციები 2009 წლის II კვარტ-ალში უმნიშვნელოა – 2.3 მლნ აშშ დოლარი (აქტივები გაიზარდა 1.4 მლნ აშშ დოლარით და ვალდებულებები შემცირდა0.9 მლნ აშშ დოლარით).

სხვა ინვესტიციების სალდომ საანგარიშო პერიოდში 60.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ის წინა კავრტალთან შედარებით, 4.6–ჯერ შემცირდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.4–ჯერ გაიზარდა. რაც როგორც აქტივების (124.9 მლნ აშშ დოლარი), ასევე ვალდებულებების (64.8 მნლ აშშ დოლარი) შემცირებამ  განაპირობა. სხვა აქტივების 98.8 პროცენტი ნაღდი ფული და დეპოზიტებია (123.4 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ვალდებულებების შემცირება საბანკო სექტორის მიერ სესხების გადახდამ გამოიწვია. საანგარიშო პერიოდში სესხი 85.4 მლნ აშშ დოლა¬რით შემცირდა. გარდა სამთავრობო სექტორისა, სადაც სესხი გაიზარდა 34.4 მლნ აშშ დოლარით,  ყველა სექტორში დაფიქსირდა სესხის კლება: კომერციული ბანკების სესხი შემცირდა 115.8 მლნ აშშ დოლარით, სხვა სექტორებისა 2.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ეროვნული ბანკის – 1.5 მლნ აშშ დოლარით.

სარეზერვო აქტივები 2009 წლის II კვარტალში ოპერაციული ცვლილებების შედეგად 19.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, მათ შორის უცხოური ვალუტა 30.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ნასესხობის სპეციალურ უფლებათა ანგარიში  10.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სხვა სიახლეები