საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2010 წელი, I კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2010 წელი, I კვარტალი)

30 ივნისი, 2010

2010 წლის I კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა და 181.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 53.7 პროცენტით, ხოლო 2009 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 54.2 პროცენტით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 14.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 184.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი შემცირდა და 510.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28.0 პროცენტით ნაკლებია წინა კვარტალთან და 15.5 პროცენტით ნაკლები, 2009 წლის I კვარტალთან შედარებით.

მომსახურების ბალანსი 2010 წლის I კვარტალში დადებითი იყო და 87.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 0.4 პროცენტით მეტი წინა კვარტალთან შედარებით. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 305.4 მლნ აშშ დოლარია (12.6 პროცენტით ნაკლები წინა კვარტალთან და 15.3 პროცენტით მეტი 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), ხოლო მომსახურე¬ბის იმპორტი – 218.0 მლნ აშშ დოლარი (შესაბამისად, 17.0 პროცენტით და 3.8 პროცენტით ნაკლები 2009 წლის IV და I კვარტლებთან შედარებით).

მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება ხასიათდება  (64.4 მლნ აშშ დოლარი), რომელიც 2010 წლის I კვარტალში 2009 წლის IV კვარტალ¬თან შედარებით 21.0 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმავე წლის I  კვარტალთან შედარებით 68.4 პროცენტით გაიზარდა. მეორე დადებითი კომპონენტია სატრანსპორტო მომსახურება (50.6 მლნ აშშ დოლარი), რომლის ექსპორტი წინა კვარტალთან შედარებით, 7.0 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.5 პროცენტით გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურების იმპორტი წინა კვარტალთან შედარებით 18.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.3 პროცენტით გაიზარდა.

შემოსავლის ბალანსი 2010 წლის I კვარტალში უარყოფითი იყო და 38.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემოსავლის კრედიტი 94.1 მლნ აშშ დოლარი, 8.7 პროცენტით ნაკლებია წინა კვარტალის და 0.6 პროცენტით მეტი  2009 წლის I კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტმა 132.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.1 პროცენტით ნაკლებია წინა კვარტალთან შედარებით და 27.6 პროცენტით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე.

მიმდინარე ტრანსფერების მოცულობა, 2010 წლის I კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის  ყველაზე მაღალი დადებითი კომპონენტი იყო და 280.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 14.8 პროცენტით ნაკლებია, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 55.3 პროცენტით მეტი. აქედან, 297.5 მლნ აშშ დოლარი მიღე¬ბული, ხოლო 16.6 მლნ აშშ დოლარი გაცემული ტრანსფერებია. 2010 წლის I კვარტალში   სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები წინა კვარტალთან შედარებით 32.4 პროცენტით (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.2-ჯერ გაიზარდა), ხოლო სხვა სექტორების ტრანსფერები 9.2 პროცენტით შემცირდა (წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით კი 1.4-ჯერ გაიზარდა).

კაპიტალური ტრანსფერების შემოდინება 2010 წლის I კვარტალში 26.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა და, 2009 წლის IV კვარტალთან შედარებით, 62.2 პროცენტით, ხოლო 2009 წლის I კვარტალთან შედარებით 17.6 პროცენტით არის შემცირებული. მათში სამთავრობო სექტორის კაპიტალური ტრანსფერები, საანგარიშო პერიოდში 93.6 პროცენტს შეადგენს.

წმინდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები 2010 წლის I კვარტალში 75.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა კვარტალთან შედარე¬ბით 70,0 პროცენტით, ოლო 2009 წლის I კვარტალთან შედარებით – 41.7 პროცენტით არის შემცირებული.

სხვა ინვესტიციების დადებითმა სალდომ საანგარიშო პერიოდში 205.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა კვარტალთან შედარებით 53.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.2 პროცენტით შემცირდა. სხვა ინვესტიციების აქტივები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 48.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ვალდებულებები 157.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. სხვა ინვესტიციების ვალდებულებების ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სესხების მატებით (166.0 მლნ აშშ დოლარი), კერძოდ, სამთავრობო სექტორის სესხები 234.8 მლნ აშშ დოლა¬რით გაიზარდა. ხოლო ეროვნული ბანკის ვალდებულებები 5.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2010 წლის I კვარტალში, კომერციული ბანკების საგარეო სესხები შემცირდა 49.4 მლნ აშშ დოლარით, სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები მთლიანად 33.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

სარეზერვო აქტივები 2010 წლის I კვარტალში 138.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, უცხოური ვალუტის ზრდამ 131.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რომელთა 78.3 პროცენტს ფასიანი ქაღალდები შეადგენს.

სხვა სიახლეები