საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2009 წელი, IV კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2009 წელი, IV კვარტალი)

30 მარტი, 2010

2009 წლის IV კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 419.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით ორჯერ  მეტია, ხოლო 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11 პროცენტით ნაკლები.

საანგარიშო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 10.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 147.2 მლნ აშშ დოლარით, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი გაღრმავდა და 709.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – 23.9 პროცენტით მეტი წინა კვატალთან და 32.0 პროცენტით ნაკლები, 2008 წლის IV კვარტალთან შედარებით.

მომსახურების ბალანსი 2009 წლის IV კვარტალში დადებითი იყო და 85.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან მომსახურების ექსპორტი 349.1 მლნ აშშ დოლარია (შესაბამისად, 7.8 პროცენტით ნაკლები და 15.9 პროცენტით მეტი წინა კვარტალთან და 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით), ხოლო მომსახურების იმპორტი – 264.0 მლნ აშშ დოლარია (შესაბამისად, 6.1 პროცენტით მეტი და 11.9 პროცენტით ნაკლები წინა კვარტალთან და 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება ხასიათდება (79.8 მლნ აშშ დოლარი), რომელიც 2009 წლის IV კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 24.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58.6 პროცენტით გაიზარდა. მეორე დადებითი კომპონენტია სატრანსპორტო მომსახურება (37.7 მლნ აშშ დოლარი), რომლის ექსპორტი წინა კვარტალთან შედარებით, 2.7 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.0 პროცენტით გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურების იმპორტმა წინა კვარტალთან შედარებით 2.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.9 პროცენტით დაიკლო.

შემოსავლის ბალანსი 2009 წლის IV კვარტალში უარყოფითი იყო და 117.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემოსავლის კრედიტი 102.5 მლნ აშშ დოლარი, 13.7 პროცენტით ნაკლებია წინა კვარტალის და 20.7 პროცენტით – 2008 წლის IV კვარტლის მაჩვენებელზე. მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლის დებეტი  და 220.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 50.2 პროცენტით მეტია წინა კვარტალთან შედარებით, ამავდროულად, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 3.8–ჯერ აჭარბებს (უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის IV კვარტალში ეს მაჩვენებელი საშუალო წლიურზე 2.9–ჯერ ნაკლები იყო).

მიმდინარე ტრანსფერების მოცულობა, 2009 წლის IV კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის  ყველაზე მაღალი დადებითი კომპონენტი იყო და 323.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 23.8 პროცენტით მეტია, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.4 პროცენტით ნაკლებია. აქედან, 339.6 მლნ აშშ დოლარი მიღებული, ხოლო 16.6 მლნ აშშ დოლარი გაცემული ტრანსფერებია. 2009 წლის IV კვარტალში სახელმწიფო სექტორის წმინდა ტრანსფერები წინა კვარტალთან შედარებით 1.4–ჯერ, ხოლო სხვა სექტორების ტრანსფერები 7.8 პროცენტით გაიზარდა.

კაპიტალური ტრანსფერების შემოდინება 2009 წლის IV კვარტალში 67.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა და, III კვარტალთან შედარებით, 54.6, ხოლო 2008 წლის IV კვარტალთან შედარებით 47.2 პროცენტით არის გაზრდილი. აქედან, სამთავრობო სექტორის კაპიტალური ტრანსფერები, საანგარიშო პერიოდში 64.6 მლნ აშშ დოლარი იყო, 61.5 პროცენტით მეტი წინა კვარტალთან და 60.3 პროცენტით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

წმინდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები 2009 წლის IV კვარტალში 253.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა კვარტალთან შედარე¬ბით 11.2 პროცენტით მეტი, ხოლო 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 11.3 პროცენტით ნაკლებია. შემოსული ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა პირდაპირი ინვესტიციების სამივე კომპონენტის მიხედვით (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სხვა კაპიტალი).

სხვა ინვესტიციების დადებითმა სალდომ საანგარიშო პერიოდში 213.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა კვარტალთან შედარებით 44.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პრაქტიკულად არ შეცვლილა. სხვა ინვესტიციების აქტივები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 25.2 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ვალდებულებები 238.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. სხვა ინვესტიციების ვალდებულებების ზრდა გამოწვეული იყო ნაღდი ფულისა და დეპოზიტების მატებით საბანკო სექტორში (118.6 მლნ აშშ დოლარი) და სამთავრობო და კერძო სექტორების გრძელვადიანი სესხების ზრდით. საანგარიშო პერიოდში, სამთავრობო სექტორის სესხები 111.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ეროვნული ბანკის ვალდებულებები 3.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. მატება დაფიქსირდა სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებებშიც (66.3 მლნ აშშ დოლარი). 2009 წლის IV კვარტალში, შემცირდა მხოლოდ კომერციული ბანკების საგარეო სესხები (63.6 მლნ აშშ დოლარით).

სარეზერვო აქტივები 2009 წლის IV კვარტალში 108.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, უცხოური ვალუტის ზრდამ 114.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

სხვა სიახლეები