საქართველოს საბანკო სისტემით სიდიდით მესამე ყახაზური ბანკი დაინტერესდა
27 აპრილი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ყაზახური ბანკის „ჰალიკ ბანკის“ დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ჰალიკ (სახალხო) ბანკი“, რომელიც აშშ მთლიანი აქტივების მიხედვით, სიდიდით მესამეა ყაზახეთში, საქართველოს საბანკო სისტემით დაინტერესდა. მათი ინტერესი განპირობებულია საქართველოს საბანკო სისტემის სწრაფი განვითარებით, აგრეთვე იმით, რომ საქართველოს მზარდი ეკონომიკა მიმზიდველია ყახაზი ინვესტორებისათვის და მათი რამდენიმე მსხვილი კლიენტი ასევე მუშაობს საქართველოში.
რომან გოცირიძემ სტუმრებს საქართველოს საბანკო სისტემის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს რეგიონში ერთ–ერთი ყველაზე ლიბერალური საბანკო კანონმდებლობა, მაგრამ ამავე დროს მკაცრი საზედამხედველო წესები, რაც უზრუნველყოფს საქართველოს საბანკო სისტემის მაღალ რეპუტაციას მსოფლიოში.
ყახაზეთის გარდა, „ჰალიკ ბანკი“ წარმოდგენილია რუსეთისა და ყირგიზეთის საბანკო ბაზარზე.