საქართველოს ეროვნულ ბანკში USAID-ის ექსპერტი იმუშავებს
04 ივნისი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მიიღო უცხოელი ექსპერტი ჩარლზ ლუკასი, რომელიც საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით იმყოფება. მან საქართველოს ეროვნულ ბანკს გრძელვადიანი მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში უნდა გაუწიოს კონსულტაცია.
ჩარლზ ლუკასი საქართველოში ორ კვირას დარჩება. ამ პერიოდში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან.
ჩარლზ ლუკასმა 2006 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკს კონსულტაცია გაუწია კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვების მართვის საკითხებში.
ჩარლზ ლუკასს აღნიშნულ სექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი წლების მანძილზე მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სარეზერვო ფონდში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს ჩარლზ ლუკასს ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები სადაზღვევო კომპანია „ეი-აი-ჯი“-ში (AIG), „რეპაბლიკ ნეშნალ ბენკ ოფ ნიუ-იორკ“-ში (Republic National Bank of New York/Republic New York Corporation).