საქართველოს ეროვნულ ბანკში სტუდენტური კონფერენცია ჩატარდება

საქართველოს ეროვნულ ბანკში სტუდენტური კონფერენცია ჩატარდება

03 მაისი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებენ ნაშრომების მიღებას ეკონომიკაში სტუდენტური კონფერენციის ჩასატარებლად. მისი გამართვის მიზანს ნიჭიერი ახალგაზრდა ეკონომისტების გამოვლენა წარმოადგენს. კონფერენცია ორ ეტაპად ჩატარდება. დასკვნითი ტური საქართველოს ეროვნული ბანკში გაიმართება. გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ბანკი სიგელებს, სამახსოვრო პრიზებსა და სხვა წამახალისებელ ჯილდოებს გადასცემს.   ნაშრომებში განხილული საკითხები უშუალო კავშირში უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თავიანთი ნაშრომები უნდა წარმოადგინონ შემდეგ საკითხებში:   1.     ფულად–საკრედიტო პოლიტიკა   ·        დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ·        ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ტრანსმისიის მექანიზმები ·        ინფლაცია და ინფლაციის თარგეთირება ·        წონასწორული გაცვლითი კურსი   2.     მაკროეკონომიკური მოდელირება და პროგნოზირება   3.     ფინანსური სტაბილურობა   ·        ფინანსური სექტორის სეგმენტების ანალიზი ·        ფინანსური სისტემის რესკების შეფასება   4.     ფისკალური პოლიტიკა და მისი გავლენა ეკონომიკაზე   5.     საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორი   ·        ეკონომიკური ზრდის საკითხები   6.     საგარეო სექტორი   ·        საგადასახდელო ბალანსი ·        საქართველოს საგარეო კონკურენტუნარიანობა ·        პირდაპირი უცხოური ინვესტიციები   7.     მიკროეკონომიკა   ·        საწარმოს ორგანიზაცია ·        დარგის ორგანიზაცია   ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2007 წლის 4 ივნისი. კონფერენციის ფინალური ეტაპი ჩატარდება 7 ივნისს საქართველოს ეროვნულ ბანკში.   საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში საბანკო-საფინანსო სისტემის საქმიანობითა და მონეტარული პოლიტიკის მიმდინარეობით დაინტერესებული სტუდენტებისათვის საჯარო ლექციებს გამართავენ. აღნიშნული პროექტის საფუძველზე, უკვე ჩატარდა ორი ლექცია. უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე წარსდგნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დავით ამაღლობელი და ბანკის მონეტარული პოლიტიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი არჩილ მესტვირიშვილი.    
სხვა სიახლეები