საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადამხდელო სისტემების საკითხებზე სემინარი გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადამხდელო სისტემების საკითხებზე სემინარი გაიმართება

07 აგვისტო, 2006
8-9 აგვისტოს საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართება სემინარი თემაზე “საგადამხდელო სისტემები, მათი როლი და ფუნქციონალობა”. სემინარს გაუძღვება საგადამხდელო სისტემების დარგში ექსპერტი, კვიპროსის კომპანია “მონეტიქს ლიმიტედის” დირექტორი გორდონ კლარკი.   სემინარზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები და კომერციული ბანკების წარმომადგენლები დაესწრებიან, საუბარი წარიმართება საგადამხდელო სისტემებზე, მათ როლსა და ფუნქციაზე თანამედროვე ეკონომიკაში.     საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ღლონტის განცხადებით, “დღეისათვის ქვეყანაში თანამედროვე საგადამხდელო სისტემების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. სამომავლოდ საქართველოში განხორციელდება ფასიან ქაღალდებზე ანგარიშსწორების ოპერაციები, რაც აღნიშნული სისტემების არსებობას აუცილებელს გახდის. ამისათვის საბანკო სისტემა მზად უნდა იყოს.”
სხვა სიახლეები