საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგიონული ქსელის ოპტიმიზაცია განხორციელდა
14 მარტი, 2007
საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგიონული ქსელის ოპტიმიზაციის პროცესი გრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაიხურა ეროვნული ბანკის ზუგდიდისა და ახალციხის ფილიალები. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონს ნაღდი ფულით მოამარაგებს საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის, ხოლო სამცხე–ჯავახეთს თბილისის ფილიალები.
2006 წელს რეგიონული ქსელის ოპტიმიზაციის საწყის პროცესში დაიხურა საქართველოს ეროვნული ბანკის აფხაზეთისა და ოზურგეთის ფილიალები.