საქართველოს ეროვნულ ბანკში ჟურნალისტებისათვის შაბათის ტრადიციული სემინარი გაიმართა
12 თებერვალი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ეროვნულ ბანკში მასმედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა შაბათის ტრადიციული სემინარი თემაზე – „მონეტარული პოლიტიკა: მიზნები, ამოცანები და ინსტრუმენტები“. სემინარი ჩაატარა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში რობერტ კრისტიანსენმა. მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის მიზანია ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური ზრდისა და საგადამხდელო ბალანსის სტაბილურობის ხელშეწყობა.
გასული წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას, რომლის მიზანია საზოგადოება უფრო უკეთ გაეცნოს საქართველოს საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესებს. მომავალშიც სემინარებს გაუძღვებიან როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის წამყვანი სპეციალისტები, ასევე მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები. მსგავსი სემინარები საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველ შაბათს იმართება.