საქართველოს ეროვნულ ბანკში ჟურნალისტებისათვის მორიგი სემინარი გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ჟურნალისტებისათვის მორიგი სემინარი გაიმართა

26 დეკემბერი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ეროვნულ ბანკში მასმედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა სემინარი თემაზე: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები საქართველოში“.   სემინარი ჩაატარა საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.   სამი კვირის წინ, საქართველოს ეროვნულ ბანკში კიდევ ერთ ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რომლის მიზანია საზოგადოება უფრო უკეთ გაეცნოს საქართველოს საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესებს. მომავალშიც სემინარებს გაუძღვებიან როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის წამყვანი სპეციალისტები, ასევე მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები. მსგავსი სემინარები საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველკვირეულად გაიმართება.
სხვა სიახლეები