საქართველოს ეროვნულ ბანკში ჟურნალისტებისათვის მორიგი სემინარი გაიმართა
27 იანვარი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ეროვნულ ბანკში მასმედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა სემინარი თემაზე – „მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საქართველოში და მათი როლი საფინანსო ბაზრის განვითარებაში“.
სემინარი ჩაატარა „საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ლებანიძემ.
გასული წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას, რომლის მიზანია საზოგადოება უფრო უკეთ გაეცნოს საქართველოს საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესებს. მომავალშიც სემინარებს გაუძღვებიან როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის წამყვანი სპეციალისტები, ასევე მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები. მსგავსი სემინარები საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველკვირეულად გაიმართება.