საქართველოს ეროვნულ ბანკში მორიგ ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი

საქართველოს ეროვნულ ბანკში მორიგ ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი

02 დეკემბერი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ეროვნულ ბანკში 2 დეკემბერს მასმედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა სემინარი თემაზე: „საქართველოს ეროვნული ბანკის ღია ბაზრის ოპერაციები, სახელმწიფო ობლიგაციები“.   ამით საქართველოს ეროვნულ ბანკში კიდევ ერთ ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რომლის მიზანია საზოგადოება უფრო უკეთ გაეცნოს საქართველოს საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესებს.   მსგავსი სახის სემინარები საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართება ყოველ შაბათს. სემინარებს გაუძღვებიან როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის წამყვანი თანამშრომლები, ასევე მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები. 
სხვა სიახლეები