საქართველოს ეროვნულ ბანკში ინტეგრირებული საგადამხდელო სისტემების
საკითხებზე პრეზენტაცია გაიმართა
28 ნოემბერი, 2006
27 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე – „ინტეგრირებული საგადამხდელო სისტემები“. პრეზენტაციას წარუძღვა საერთაშორისო კომპანიის „Perago AG“-ის წარმომადგენლები. პრეზენტაცია წარმოდგენილი იყო ქვეყანაში მოქმედი ანგარიშსწორების სისტემების განახლების და ახალი სისტემების დანერგვის კონტექსტში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის წარმომადგენლები.
პრეზენტაციაზე საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მათ მიერ შემუშავებული პროგრამული პროდუქტი, რომელიც მოიცავდა რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემას, ვალდებულებათა ურთიერთჩათვლის კლირინგის სისტემას და ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემას.
29 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკში მსგავს პრეზენტაციას გამართავენ კომპანია „LogicaCMG“-ის წარმომადგენლები.