საქართველოს ეროვნულ ბანკში თანამშრომელთა ატესტაცია გრძელდება

საქართველოს ეროვნულ ბანკში თანამშრომელთა ატესტაცია გრძელდება

10 მარტი, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში გრძელდება თანამშრომელთა ატესტაცია. ტესტირების გავლის შემდეგ, გასაუბრებაზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები წარსდგნენ. მოგვიანებით მას საქართველოს ეროვნული ბანკის სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებიც გაივლიან.   საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, შეირჩა ტესტირების წერილობითი ფორმა. ტესტი მოიცავს საქართველოს საბანკო კანონმდებლობის, მაკრო და მიკროეკონომიკის, ზოგადი უნარებისა და კომპიუტერული პროგრამა Microsoft Excel-ის საკითხებს.   ატესტაცია ორ ეტაპად მიმდინარეობს. ტესტირების შემდეგ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე გასაუბრებაზე მხოლოდ ის მოხელეები წარსდგებიან, რომელთაც წარმატებით გაიარეს ტესტირების ეტაპი.   თანამშრომელთა ტესტირება-ატესტაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე საკადრო რეფორმის ნაწილია. ატესტაციამდე ეროვნულ ბანკში სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა. ამჟამად უკვე დასრულებულია მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის, სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომელთა ატესტაცია.
სხვა სიახლეები