საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანსიის დაკავების მსურველი 230 კანდიდანტიდან მეორე ტურში კონკურსის 30 მონაწილე გავიდა
13 აპრილი, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში ორი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის პირველი ტური ჩატარდა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, 230 პრეტენდენტიდან კონკურსის მეორე ტურში მონაწილეობას მხოლოდ 30 კანდიდატი მიიღებს. წერითი ტესტირების წარმატებულად გავლის შემდეგ, ისინი კომისიის წინაშე გასაუბრებას გაივლიან.
პარალელურად, საქართველოს ეროვნულ ბანკში გრძელდება თანამშრომელთა ატესტაციის პროცესი. საქართველოს ეროვნული ბანკის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ შედეგების შეჯამების შემდეგ დეპარტამენტებში საკადრო ცვლილებები ხორციელდება: ხდება იმ მოხელეთა დაწინაურება, ვინც წარმატებით დაძლია ატესტაციის ორივე ეტაპი და პირიქით, შეიძლება მოხდეს იმ მოხელეების თანამდებობრივი დაქვეითება ან სარგოს გადახედვა, რომელთაც ვერ შეძლეს საკონკურსო პირობების დაკმაყოფილება.
საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე თანამშრომელთა ტესტირება-ატესტაცია საკადრო რეფორმის ნაწილია. ატესტაციამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა.