საქართველოს ეროვნულ ბანკში ბანკის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია მოეწყო
საქართველოს ეროვნულ ბანკში მასმედიის წარმომადგენელთათვის ბანკის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ამაღლობელმა განაცხადა, რომ საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ეს უფრო მეტ აქტუალობას იძენს იმ პირობებში, როდესაც მიმდინარეობს მონეტარული პოლიტიკის რეჟიმის ცვლილება და ეროვნული ბანკი გადადის ინფლაციის თარგეთირების მოდელზე.
„ჩვენი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ ახალი ვებგვერდი მომხმარებელთა ფართო წრეზე გაგვეთვალა და გადაგვექცია კომუნიკაციის მძლავრ ინსტრუმენტად. ვებგვერდმა საშუალება უნდა მისცეს ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, მიიღოს ნებისმიერი მისთვის სასურველი ინფორმაცია ეროვნული ბანკის საქმიანობის და განსაკუთრებით მონეტარული პოლიტიკის წარმოების შესახებ,‘’ – აღნიშნა დავით ამაღლობელმა. მისი შეფასებით, ვებგვერდზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ნავიგაცია ვებგვერდზე და დაიხვეწა იგი ტექნიკურად, გახდა ადვილადმოხმარებადი, გაიზარდა მასალების ხელმისაწვდომობა და მიესადაგა სხვადასხვა კატეგორიის აუდიტორიის ინტერესებს.
ახალი ვებგვერდი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მიიღონ სრული ინფორმაცია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შესახებ, მონეტარული პოლიტიკის ძირითად გადაწყვეტილებებზე, სტატისტიკურ ინფორმაციებზე და ანალიტიკურ მასალებზე.
”ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მაქსიმალურად არის შესაბამისობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის გამჭვირვალობის შესახებ საუკეთესო პრაქტიკის კოდექსთან”, - განაცხადა დავით ამაღლობელმა.
პირველ გვერდზე განთავსდა ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, კერძოდ:
განსაკუთრებით აღსანიშნავია კიდევ ერთი სიახლე – კალენდარი, სადაც მოთავსებულია წინასწარი ინფორმაცია მომდევნო პერიოდისათვის ძირითადი რეგულარული ანალიტიკური და სტატისტიკური გამოცემების თაობაზე და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების განრიგი.
ვებგვერდის განახლება არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება. ადმინისტრაცია მუდმივად იზრუნებს გაზარდოს ვებგვერდის ინფორმაციული დატვირთულობა და მოქნილობა და მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მომხმარებელთა ინტერესები.