საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწვია

საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწვია

13 მაისი, 2013

საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის წლიური მიმოხილვის მზადების ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწვია. მისიას მარკ გრიფიტსი ხელმძღვანელობს.

დღეს ფონდის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს შეხვდნენ და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით თუ რა კორექტივები შევა 2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზში კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

„სავალუტო ფონდი არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, რომელთანაც მრავალი წელია წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. დღეს ჩვენი პროგრამის ფარგლებში ჩამოსულია ფონდის მისია. ეს გახლავთ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომლის მიზანია ადეკვატურად და რეალისტურად შევაფასოთ მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები იმისათვის, რომ მზად ვიყოთ ნებისმიერი ტიპის გამოწვევისათვის, როგორც ოპტიმისტური ასევე პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაშიც. საუბარი გვექნება როგორც გრძელვადიან გეგმებზე, ასევე მოკლევადიან ასპექტებზე დღევანდელი მიმდინარე ტენდენციების და რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხებთ სამომავლოდ ისეთი პარამეტრების შეჯერებას, რომელიც მისაღები იქნება როგორც სავალუტო ფონდისათვის, ასევე საქართველოს ხელისუფლებისათვის და რაც მთავარია ქვეყნისათვის“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

 

სხვა სიახლეები