საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს “ფინკა ბანკი საქართველოზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა
06 აგვისტო, 2013
2013 წლის 6 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია გასცა სს “ფინკა ბანკი საქართველოზე“, რომელიც საქართველოს ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
“ფინკა” მიკროდაკრედიტებას ეწევა საერთაშორისო მასშტაბით და იგი წარმოდგენილია 22 ქვეყანაში: ევროპისა და აზიის ქვეყნებში, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზე.
საქართველოში „ფინკას“, როგორც საბანკო დაწესებულების ლიცენზირება ამ საფინანსო ინსტიტუტის მიკროსაფინანსოდან კომერციულ ბანკად გარდაქმნის საერთაშორისო სტრატეგიის ნაწილია.
ამჟამად, საქართველოს საბანკო სექტორი უკვე 21 კომერციული ბანკითააწარმოდგენილი.