საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დიღმისა და ტაშისკარის ბავშვთა სახლებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა
დღეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დიღმისა და ტაშისკარის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს სპორტული ინვენტარი და სააღდგომო ნობათი გადასცა.
დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პატარებს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა მიულოცა. „გადავწყვიტეთ, ტკბილეულთან ერთად სასპორტო ინვენტარიც გვეჩუქებინა, რაც უფრო წაგახალისებთ და გიბიძგებთ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ. ხვალ–ზეგ, თქვენ ჩვენს გვერდით უნდა ისწავლოთ და იშრომოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღესვე შეგიწყოთ ხელი და შეგიქმნათ სათანადო პირობები“, - მიმართა ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა პატარებს.
დიღმის ბავშვთა სახლში სულ 80 ბინადარია, ხოლო ტაშისკარის ობოლ და მზრუნველობამოკლებულთა აღსაზრდელ დაწესებულებაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 20 ბავშვი შეეგებება.