საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

24 ნოემბერი, 2008

საქართველოს ეროვნულ ბანკსა (სებ) და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს (სსზს) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.

მემორანდუმი განსაზღვრავს სებ-სა და სსზს-ს შორის თანამშრომლობის ჩარჩოებს. ამ დოკუმენტით განსაზღვრულია თითოეული დაწესებულების ინდივიდუალური და საერთო პასუხისმგებლობის საკითხები.

მემორანდუმი, ასევე, განსაზღვრავს ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის ფორმებს.

მემორანდუმის თანახმად, სებ-ისა და სსზს-ის  თანამშრომლობის ძირითადი პრინციპებია:

  • ფინანსური სისტემის სტაბილურობისა და სიჯანსაღის უზრუნველყოფა;
  • სებ-სა და სსზს-ს შორის მონაცემებისა და ინფორმაციის ეფექტური გაცვლა და კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა;
  • რეგულირებადი დაწესებულებებისათვის მარეგულირებელი ტვირთის მინიმუმამდე შემცირება, რეგულირებული დაწესებულებებისათვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

იხილეთ მემორანდუმის ტექსტის PDF ვერსია.

სხვა სიახლეები