საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი სამახსოვრო მონეტების თემატიკა გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი სამახსოვრო მონეტების თემატიკა გამოაქვეყნა

05 მაისი, 2008

საქართველოს ეროვნული ბანკი სამ ახალ სამახსოვრო მონეტას მოჭრის. ახალი მონეტების დიზაინის ესკიზების დასამზადებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურსი გამოაცხადა. საკუნკურსო თემებია:

  • საქართველო UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში - „სვეტიცხოველი";
  • ქართული საშემსრულებლო ხელოვნება სერიიდან ქართული ცეკვა - „ცეკვა ქართული";
  • ქართული ვაზი და ღვინო - „თავისუფალი თემა".

ესკიზების წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 ივნისი. გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდებიან 3-3 ათასი ლარით.

ახალი სამახსოვრო მონეტების კონკურსის გამოცხადების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში ბრიფინგი გამართა ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსმა გოჩა გორდეზიანმა. მისი განმარტებით, „ახალი მონეტების თემატიკა ქართული კულტურისა და ტრადიციების მიხედვით შეირჩა. ეს სამახსოვრო მონეტები გავრცელდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. შესაბამისად, ქართულ თემატიკას გაეცნობიან ნუმიზმატიკის საერთაშორისო ბაზარზეც".

სხვა სიახლეები