საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში მოსალოდნელი ინვესტიციების შესახებ კვლევას ახორციელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში მოსალოდნელი ინვესტიციების შესახებ კვლევას ახორციელებს

22 დეკემბერი, 2008

საქართველოს საგადასახდელო ბალანსის პროგნოზირების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი კომპანიების გამოკითხვას ახორციელებს. კვლევის მიზანია ინფორმაციის მოგროვება ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოსალოდნელი მოძრაობის შესახებ 2009 წლისათვის. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები მნიშვნელოვანია ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისთვის.

საქართველოს ეროვნული ბანკი მადლობას უხდის ყველა კომპანიას, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ გამოკითხვაში, ხოლო ის ორგანიზაციები, რომელთაც ჯერ არ დაკავშირებიან საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები და რომლებიც მოელიან 2009 წლის განმავლობაში უცხოეთიდან სახსრების შემოდინებას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 442-571 ან შეავსოთ თანდართული კითხვარი და მოგვაწოდოთ ელექტრონული სახით, მისამართზე: Vakhtang.Pkhakadze@nbg.gov.ge.

ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი. კვლევის კითხვარი შეგიძლიათ ასევე გადაიწეროთ ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან.

აღნიშნული ტიპის კვლევები წარსულშიც ხორციელდებოდა, მიმდინარე კი – 2008 წლის ბოლოსთვის დასრულდება. საქართველოს ეროვნული ბანკი მსგავსი გამოკითხვების ჩატარებას მომავალშიც გააგრძელებს.

დანართი:

კითხვარი საწარმოებისათვის;

კითხვარი ქალაქების მერიებისა და რაიონების გამგეობებისათვის.

სხვა სიახლეები