საქართველოს ეროვნული ბანკი საკადრო პოლიტიკას საჯარო კონკურსის საფუძველზე განახორციელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საკადრო პოლიტიკას საჯარო კონკურსის საფუძველზე განახორციელებს

23 ივნისი, 2005
საქართველოს ეროვნულის ბანკის მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა და მონეტარული პოლიტიკის სამმართველოს მკვლევარ-ეკონომისტის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში წარმოდგენილი 65 განაცხადიდან  22 პრეტენდენტი შეირჩა. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტები ეტაპობრივად გაივლიან თანამედროვე ეკონომიკური თეორიის საფუძვლებსა და ზოგად უნარებში ტესტირებას. მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა და მონეტარული პოლიტიკის სამმართველოს მკვლევარ-ეკონომისტის ვაკანტური ადგილი მომავალი კვირის ბოლოს შეივსება. მომავალში საქართველოს ეროვნული ბანკი საკადრო პოლიტიკას თითოეულ ვაკანსიაზე გამოცხადებული საჯარო კონკურსის საფუძველზე განახორციელებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურსი მკვლევარ-ეკონომისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე წლის 25 მაისს გამოაცხადა
სხვა სიახლეები