საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების პირველ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების პირველ ანგარიშს აქვეყნებს

22 ოქტომბერი, 2021

მდგრადი დაფინანსების მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით და ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და გეგმების გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ანგარიშის გამოქვეყნებას იწყებს. ანგარიში ყოველწლიური იქნება და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში არსებულ ტენდენციებს, გატარებულ პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებს მიმოიხილავს.

 

მდგრადი დაფინანსების ანგარიში ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და გატარებულ პოლიტიკას აღწერს. აქვე მოყვანილია მიმდინარე და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი პროექტები. მეორე ნაწილი კი მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ფინანსურ სექტორში არსებულ ტენდენციებს მიმოიხილავს. კერძოდ, გაანალიზებულია კომერციული ბანკების მიერ ESG ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაცია. აღნიშნული ფორმების შევსება გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების გამჟღავნების სავალდებულო მოთხოვნის ფარგლებში 2021 წელს პირველად განხორციელდა. თითოეული ბანკის ESG ფორმა ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ანგარიშში ასევე მიმოხილულია ქართული კომპანიების მიერ მწვანე და მდგრადი ობლიგაციების გამოშვების გამოცდილება.

 

ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებას და მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის შესრულებას.

 

 

 

 

 

 

სხვა სიახლეები