საქართველოს ეროვნული ბანკი გამორჩეული კადრებით დაკომპლექტდება
14 ივნისი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა და მონეტარული პოლიტიკის სამმართველოს მკვლევარ-ეკონომისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში 65 განაცხადი შევიდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის განცხადებით, აღნიშნული საკადრო პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება და თითოეულ ვაკანსიაზე კანდიდატების შერჩევა გამოცხადებული საჯარო კონკურსის საფუძველზე მოხდება. „ეროვნულ ბანკში მუშაობა პრესტიჟული უნდა იყოს და იგი პროფესიონალიზმით გამორჩეული კადრებით დაკომპლექტდება,“ – აღნიშნა დავით ამაღლობელმა.