საქართველოს ეროვნული ბანკი ახალ შენობაში განთავსდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ახალ შენობაში განთავსდა

17 დეკემბერი, 2012
საქართველოს ეროვნული ბანკი მისამართს იცვლის. 17 დეკემბრიდან ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული ოფისი თბილისში, სანაპიროს 2 ნომერში განთავსდება.
 
დღემდე საქართველოს ეროვნული ბანკი რამდენიმე შენობაში იყო განთავსებული, რაც, თავისთავად, აფერხებდა მის ეფექტურ ფუნქციონირებას, გარდა ამისა ამორტიზებული შენობები ვეღარ პასუხობდა დაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებს. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა ეროვნულმა ბანკმა, ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკასო ცენტრის მშენებლობით დაიწყო. თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკასო ცენტრი 2012 წლის ივნისში გაიხსნა და დღეს უკვე  საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების მიხედვით, დაცვისა და უსაფრთხოების ავტომატიზირებული სისტემებით მიმდინარეობს ნაღდ ფულთან და ფასეულობებთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია.

17 დეკემბრიდან ეროვნული ბანკის ყველა ადმინისტრაციული ერთეული ერთ შენობაში სანაპიროს 2 ნომერში აგრძელებს საქმიანობას. ამ შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება, სადაც ეროვნული ბანკის თანამშრომლები კვალიფიციურ პასუხსა და რჩევებს აძლევენ დაინტერესებულ პირებსა თუ ფინანსური სექტორის მომხმარებლებს.

სხვა სიახლეები