საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგები
2012 წლის 4 იანვარს, ეროვნული ბანკის 84-დღიან N1, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.86%, მაქსიმალური 7.07%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.06%–ით განისაზღვრა.