საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგები
2012 წლის 26 სექტემბერს ეროვნული ბანკის 84-დღიან N39, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.05 პროცენტი, მაქსიმალური 6.15 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი 6.11 პროცენტით განისაზღვრა.