საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგები
2013 წლის 9 იანვარს ეროვნული ბანკის 182-დღიან N2, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.13 პროცენტი, მაქსიმალური 6.14 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი 6.14 პროცენტით განისაზღვრა.