საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგები
2013 წლის 3 აპრილს ეროვნული ბანკის 182-დღიან N14, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.18 პროცენტით, მაქსიმალური 5.59 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.49 პროცენტით განისაზღვრა.