საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგები
2013 წლის 20 ნოემბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N47, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები შეიძინა ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 3.95 პროცენტით, მაქსიმალური 4.24 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.16 პროცენტით განისაზღვრა.