საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგები
2014 წლის 26 თებერვალს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N10, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.25 პროცენტით, მაქსიმალური 4.45 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.37 პროცენტით განისაზღვრა.