საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგები
2014 წლის 5 მარტს, ეროვნული ბანკის 182-დღიან N11, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.36 პროცენტით, მაქსიმალური 4.49 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.40 პროცენტით განისაზღვრა.