საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2009 წლის 7 მაისს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N18, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.78%-ით, მაქსიმალური 9.16%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.11%–ით განისაზღვრა.